×
enkeni

ჩვენ შესახებ

გინატრიათ ოდესმე, რომ თქვენი საყვარელი სასუსნავი ჯანსაღიც ყოფილიყო?  გეყიდათ ჩიფსი შვილებისთვის და გაგეზიარებინათ მეგობრებისთვის ისე, რომ არ გეფიქრათ მის მავნებელ თვისებებზე?

ენკენის დაბადების იდეა სწორედ ამ ყოველდღიური, პატარ-პატარა საზრუნავების საფუძველზე გაჩნდა და ჩვენ, სამმა მეგობარმა გადავწყვიტეთ ქართველი მომხმარებლისთვის შეგვექმნა ჯანსაღი, მარგებელი/სასარგებლო და რაც მთავარია, გემრიელი ჩიფსი ადგილობრივი პროდუქტის გამოყენებით. 

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი დიცი სწორედ ის ადგილია, სადაც ენკენის ვაშლის ჩიფსი მზადდება და უკვე ვიტამინებით სავსე ჩვენს პროდუქტს შეგიძლიათ მიაკითხოთ შემდეგ ობიექტებზე: •ევროპროდუქტი •გუდვილი •ფრესკო • ნიკორა •აგროჰაბი • სპარი •კავეას კინოთეატრები • უნივერსამი • კონცეფციური მარკეტები (ორგანიკა, აგრომენი, ვაკის ბაზარი, ჯორჯიტა ) ასევე, შეგიძლიათ გამოიწეროთ Soplidan.ge ან ისარგებლოთ ჩვენი ადგილზე მიტანის სერვისით. 

არ არის აუცილებელი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდე, უბრალოდ თუკი საკუთარი თავი გიყვარს და ფიქრობ, რომ იმსახურებ სასარგებლო, გემრიელ და მსუბუქ სასუსნავს, ენკენის წითელი და მწვანე ვაშლის ჩიფსები სრულ მზადყოფნაში არიან, რომ შენს საყვარელ სნექად გადაიქცნენ! 

წილი ნაყარია, ზოგი ჩიფსი მარგებელია! 

სიყვარულით, ენკენის გუნდი